პროექტების შესახებ

ავლაბარი

ამჟამად ავლაბარი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიმტკვრის მარცხენა ნაპირზეგანლაგებული ვრცელი რაიონიათავდაპირველად კი იგი ისნის (მეტეხისციხესიმაგრეს მიკედლებული (დაახლოებით 8 ჰექტარის ფართობისუგალავნო ნაწილს წარმოადგენდადღევანდელი შაუმიანის ქუჩასა და მეტეხის კლდის გასწვრივეს ის ტერიტორიაარომელიც მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიერეკლე მეორის მეფობის ხანაში შემოიზღუდა გალავნითდღეს ხშირად ისანს და ავლაბარს აიგივებენ ხოლმერაც სავსებით როდი შეესაბამება ამ ნაწილების ჩამოყალიბების ისტორიასდღევანდელი ავლაბრის მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ნაწილი ატარებდა ჯერ ისნისა და შემდგომში ავლაბრის სახელწოდებასავლაბარიგარეუბნის სახით ვრცელდებოდა აწინდელი შაუმიანის ქუჩის გადაღმაც (ქუჩის ხაზზე ძველად თხრილი გადიოდა). ავლაბრის ეს გარეუბანი ნაჩვენებია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზეშემდგომში ამ ტერიტორიას „გარე ავლაბრის“ ან „ავლაბრის უბანს“ უწოდებდნენმას საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. 1783 წლის აღწერითიმ დროს შედაავლაბარში 219, ხოლო გარეთავლაბარში 136 კომლი სახლობდაგარდა ამისამეტეხში 73 კომლი ყოფილა.

    ვარაუდობენრომ სახელწოდება „ავლაბარი“ XIV საუკუნიდან უნდა იყოს გავრცელებულიპირველი წერილობითი საბუთი - შეწირულობის სიგელი, - სადაც „ავლაბარია“ მოხსენიებული 1392 წლით თარიღდება.

    ბოლო დრომდე თვლიდნენრომ ავლაბარი „სასახლის მიდამოს“ ნიშნავს. „ჰავალი“ არაბულად მიდამოახოლო „ბირ“ - სასახლეამგვარი ახსნა საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურებოდარადგან ისნის (გვიან - მეტეხისციხესიმაგრეში მართლაც მდებარეობდა მეფის სასახლეასეთ განმარტებაში ერთი გაუგებრობა კიაცნობილიარომ XIII საუკუნიდან ძველი ისნის ციხეს მეტეხი ეწოდებოდაავლაბარი კი გალავნის გარეთ მდებარე უბნის დასახლება უნდა ყოფილიყოზემოთ მოყვანილი განმარტება კი ავლაბრის სახელწოდებას მეტეხზეც ავრცელებსრადგან სწორედ აქ მდგარა სასახლე. „ავლაბრის“ ეტიმოლოგიის დამაჯერებელ ახსნას იძლევა თბილისის ისტორიის მკვლევარი თეიმურაზ ბერიძემისი განმარტებითსიტყვა „ბარე“ ნიშნავს სანგარსზღუდესგალავანასმაშასადამესახელწოდება „ავლაბარი“ გალავნის იქითა მიდამოსგარეუბანს ნიშნავს. (იხბერიძე, ...და აღმოცენდა თბილისითბილისი, 1977, გვ: 115.) ეს განმარტება მით უფრო სარწმუნოარომ იგი ზუსტად ასახავს შუასაუკუნოვანი თბილისის მარცხენა ნაპირის ქალაქთმშენებლურ სტრუქტურას.

    როგორც ჩანს, XVII საუკუნეში ავლაბარი საკმაოდ გაზრდილა და განსაკუთრებით კი ის ნაწილირომელიც ერეკლე მეორის მეფობისას ამოყვანილი გალავნის გარეთ აღმოჩნდა და გარეთავლაბრის სახელს ატარებდააქ ვახუშტი ბაგრატიონი ორ ეკლესიას მიუთითებს: „სომხის საყდარს“ და „ბერძნის საყდარს“. ეს უკანასკნელი შემდგომში წმინდა მარინეს სახელით არის მოხსენიებული და თბილისის 1800 წლის გეგმაზე მის გალავანს ქართული სასაფლაო აკრავს გარსვახუშტი ბატონიშვილს მახათის მთის ძირასშუატბისა და ლილოს გზებს შორის აღნიშნული აქვს „მელიქის საყდარი“ და „ბებუთას ბაღი“. საყდარიც და ბაღიც XVII საუკუნეში ზარაბთუხუცესს ხოჯა ბეჰბუდას აუშენებია მეფე როსტომის დასტურით.


    ავლაბარში სახლობდნენ მეფისთავადაზნაურთა და საეკლესიო ყმაგლეხებიამ უბანში განვითარებული იყო ხელოსნობაცავლაბარში ქართველების გარდა სახლობდნენ სპარსელებიბერძნები და სომხები.

    XVIII საუკუნეში ლეკთა თარეშის გამო ავლაბარი დაცარიელდაეს იმითაც აიხსნებარომ ლეკების რაზმები თბილისს უმეტესად ავლაბრის მხრიდან ესხმოდნენ თავსქალაქის მოსახლეობის შემცირება შავი ჭირის ეპიდემიებითაც იყო გამოწვეულირომელიც განსაკუთრებით მძვინვარებდა 1770 და 1781 წლებშიერეკლე მეორე და მისი გარდაცვალების შემდეგ გიორგი მეთორმეტე თბილისის ამ უბანში ასახლებდნენ ერევნიდან და ლორიდან გადმოხვეწილ სომხებს.


    პლატონ იოსელიანის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სასახლეები ჰქონიათ სამეგრელოს და გურიის მთავრებსთბილისის 1785 წლის გეგმაზე ავლაბარში აღნიშნულია გიორგი ბატონიშვილის სახლიდედოფალი დარეჯანი XVIII საუკუნის 70-იან წლებში ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან აშენებს სასახლესრომლის ნაწილმა - „საჩინომ“ დღემდე მოაღწიააქვე აშენდა სასახლის კარის ეკლესია „მოწამეთა ირაკლის და დარეჯანის“ სახელზერომელიც 1824 წელს მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად აკურთხეს.

   თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთხელ შემცირებულა და მას კვლავ გაუშლია მხრებიხანგრძლივი შემოსევებისას მკვეთრად მცირდებოდა ქალაქის გარეუბნებიამ ბედს იზიარებდა ავლაბარიცმით უმეტესრომ იგი XVIII საუკუნემდე უგალავნოდ იყოერეკლე მეორემ ენერგიულ ზომებს მიმართა თბილისის საფორტიფიკაციო სისტემის განახლებისა და განმტკიცებისათვის. XVIII საუკუნის 70-იან წლებში გალავნით შემოიზღუდა შიდაავლაბარისწორედ ამ გალავნის ბურჯზეა დაყრდნობილი „საჩინო“. გარეთავლაბარი კი კვლავ ქალაქის გაუმაგრებელ გარეუბნად დარჩა.


                                                                 იხილეთ აქ

ძველი თბილისი


ძველი თბილისი  ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილითბილისის ის უბნები და დასახლებებირასაც 1936 წლამდე ტფილისი ეწოდებოდაძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებსაბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისიშემდგომ სეიდაბადი), კალაისან-ავლაბარისოლოლაკიმთაწმინდავერეორთაჭალაჩუღურეთიდიდუბენაძალადევიძველ თბილისში თავმოყრილია თბილისის ღირსშესანიშნაობათა უმეტესობა დაშესაბამისადის ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრიაძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია.

ლეგენდის თანახმადქალაქის დაარსება მის ტერიტორიაზე არსებულ გოგირდის ცხელ წყლებს უკავშირდებაეს გარემოება ქალაქის სახელწოდებაშიც აისახატფილისში პირველი დასახლება IV -დან გაჩნდახოლო V -ის შუახანებში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ქალაქის გაშენება დაიწყომისმა მემკვიდრემ დაჩიმ კი ტფილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადათბილისი კავკასიის რეგიონის ბუნებრივი ცენტრიამისი სტრატეგიული მდებარეობა უძველესი დროიდანვე იზიდავდა დიდ იმპერიებს და ქალაქი ხშირად განიცდიდა უცხო ქვეყნების პოლიტიკურეკონომიკურ და კულტურულ გავლენას. VIII-XII სს-ში თბილისი მუსლიმთა მმართველობის ქვეშაააქ არაბი ამირა იჯდა. XVI-XVIII სს-ში ხში­რად სპარსეთის და ოსმალეთისხოლო XIX-XX სს-ში რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

თბილისი VI-VIII და XV-XVIII სს-ში ქართლის, XII-XV სს-ში კი სა­ქართველოს სამეფოს დე­დაქალაქია. 1801-1917 წწ-ში რუ­სეთის იმპერიის კავკასიის მხარის (სამეფისნაცვლოს), 1918 და 1922-1936 წწ-ში კი ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრს წარმოადგენდა. 1918-1921 წწ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე­­დაქალაქიახოლო 1991 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს სა­ხელმწიფოს დედაქალაქია.
  
მეტეხი თბილისის ყველაზე ადრეული და­სახ­­ლებაამდებარეობს ავლაბარშიმდმტკვრის მარცხენა ნაპირზეკლდოვან შემაღლებაზემოიცავდა ისნის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიასასრულებდა მეფის რეზიდენციის ფუნქციასაქედან მომდინარეობს სახელი მეტეხირომელიც ძველქართულად `სასახლის გარშემო ტერიტორიასნიშნავსმეტეხი ვაჭარ-ხელოსანთა უბანი იყომის ცენტრში მდებარეობდა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიარომელიც პირველად ვახტანგ გორგასალს (V .) აუგიაგადმოცემის მიხედვითმეტეხის კლდის ძირში თბილისის მფარველი წმინდანისწმიდა აბო ტფილელის წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (786 .). ამჟამად აქ მისი სახელობის ეკლესიაა. 

1235 წელს მონღოლებმა დაანგრიეს აქ მდგარი სამეფო სასახლე და კარის ეკლესია. 1278-1289 წწ-ში ეკლესია თანამედროვე სახით აღადგინა საქართველოს მეფე დემეტრე II-ამჟამინდელი ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა და იმეორებს ძველი ეკლესიის გეგმას. XVII -ში ქართლის `ვალმა~ (მმართველმაროსტომმა მეტეხს გალავანი შემო­ავლო. XVII-XVIII სს-ში ტაძარმა ბევრი ცვლილება გა­ნიცადააქ იდგა სპარსული და ოსმალური ჯარირუ­სეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდანეკლესია სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წლი­დან კი მეტეხს მიაშენეს დამხმარე ნაგებობებირომელიც 1938 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა. XX . 30-იან წწ-ში ტაძრის გარშემო მიშენებები მოანგრიესტერიტორია მოაწესრიგესბოლშევიკები ტაძრის სრულად დანგრევას აპირებდნენთუმცა ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ და ამ ვანდალური აქტის განხორციელება გადაიფიქრესეკლესიის წინ 1967 დაიდგა თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი (მოქანდაკე ამაშუკელი). 1988 წლიდან მეტეხის ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

ნარიყალა  თბილისის ისტორიული ციტადელიმთა­ვარი ციხეაქართულ წყაროებში იწოდება `დედა ციხედ~. ტერმინი `ნარიყალა სპარსული წარმომავლო­ბისაა და ციხეს XVII -ში ეწოდანარიყალას ემჩნევა IV-XVIII სს-ის არაერთი რეკონსტრუქციის კვალიბო­ლო რესტავრაცია ნარიყალას 2000 ჩაუტარდააღად­გინეს წმნიკოლოზის ტაძარი და ციხის გალავა­ნინარიყალას ციხიდან ძველი და ახალი თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
                                                        
                                                           იხილეთ აქ


ვაკე


თბილისის ამ ვრცელმა უბანმა სახელწოდება ადგილმდებარეობის ხასიათის გამო მიიღო. „ვაკე, ქვეყანა ბრტყელი“ (საბა). იგი იფარგლება სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ვარაზის ხევით, ჩრდილოეთიდან მდინარე ვერეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან მაღლობებით. მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის წყნეთის (აწინდელი მელიქიშვილის) ქუჩის განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზედაც მცირე ხიდი იყო გადებული. თბილისის 1906 წლის გეგმაზე ხევის გადაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ახლა – უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი). საუკუნის დასაწყისში გიმნაზიიდან დიდ მანძილზე შენდება სასულიერო სემინარია (გვიან აქ დიდი ხნის მანძილზე სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული, ახლა საავადმყოფოა), ხოლო ნაკვეთი, რომელიც ამჯერად ფიზკულტურის ინსტიტუტს უკავია, კადეტთა კორპუსისთვის გამოიყო. ვაკის უბანი თბილისს 1907 წელს შემოუერთეს.

ვაკის ინტენსიური გაშენება საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაიწყო; დიდი ხნის განმავლობაში ეს ვრცელი უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. დღეს იგი გმირთა მოედანზე ფართო ქუჩით გადის, რომელიც ხევის შევსების ხარჯზე წარმოიშვა. ვაკე ამჟამად თბილისის ერთ–ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონთაგანია. მაგრამ საცხოვრებლის გარდა აქ თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები.



თბილისის გამწვანების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო გამარჯვების პარკის მშენებლობა 1946 წელს.
                                   იხილეთ აქ

No comments:

Post a Comment